20 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
"თბილი კერა" - ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი დღის ცენტრი დახურვის ზღვარზეა

დღის ცენტრი თბილი კერა, სადაც 15 ბენეფიციარი თითქმის მთელ დღეს ატარებს, შესაძლოა ერთ თვეში დაიხუროს. სწორედ ეს დრო მისცეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ პედაგოგებს იმ შენობიდან გასასვლელად, რომელშიც უკვე 3 წელია იმყოფებიან. სახლის მფლობელი მის გაყიდვას გეგმავს.

სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მდებარე, დღის ცენტრის ხელმძღვანელი, ხელისუფლებას ან სახლის გამოსასყიდად საჭირო 30 ათასი დოლარით დახმარებას, ან ალტერნატიული ფართის მოძიებას სთხოვს.

შენობის მოძიების გარდა, დღის ცენტრის წარმომადგენლები დაფინანსების გაზრდასაც ითხოვენ.

შენობის გამოსყიდვის ან ალტერნატიული ფართის მიღების მოთხოვნით დღის ცენტრის ხელმძღვანელმა თითქმის ყველა უწყებას მიმართა, თუმცა არც ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად ბიუჯეტში თანხა არ აღმოაჩნდა.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ დღის ცენტრის ხელმძღვანელების მხრიდან ახალ ფართზე მოთხოვნა ჯერჯერობით არ შესულა.

თუ ახლა ხელისუფლება მათ დახმარებას ვერ შეძლებს, 15 ბენეფიციარი დღის ცენტრის გარეშე რჩება.

ავტორი: თათია ხორბალაძე. 

 

დღის ამბები