სტუდენტების და განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის სტუდენტებთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
სტუდენტები აცხადებენ, რომ განათლების მინისტრისგან მიიღეს პირობა, იმასთან დკავშირებით, რომ თამარ სანიკიძე საკანონმდებლო ორგანიში ოდეერების თემაზე დააყენებს საკითხს საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
რაც შეეხება კანცლერობის ერთადერთ კანდიდატს, გიორგი გაფრინდაშვილი ორშაბათს აკადემიური საბჭოს წევრებს ხვდება, რომლებმაც ის კანდიდატად დაასახელეს. სავარაუდოდ, ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, მოხსნის თუ არა ის თავის კანდიდატურას.
მანიფესტაციის მონაწილე სტუდენტებმა და ლექტორებმა დღეს საბჭოს წევრებს მიმართეს - გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნა ურჩიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
აქციის მონაწილეებს დღეს უნივერსიტეტში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. ისინი მოთხოვნებს გაეცნენ და განმარტეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ყოფნა სამართლებრივ ნორმებს სცდება.
გიორგი გაფრინდაშვილი კი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს. კანცლერობის ერთადერთი კანდიდატის მხარდამჭერები პროტესტს ხელოვნურად მართულ პროცესად აფასებენ.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს კონსტრუქციულ დიალოგს სთავაზობს, თუმცა აქციის მონაწილეები მოლაპარაკებას გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ თანხმდებიან.
სასწავლებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა მთავრობის ხელმძღვანელმაც. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, გიორგი კვირიკაშვილმა კანცლერობის კანდიდატს კანდიდატურის მოხსნა ურჩია.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.