20 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ნიკა გვარამიასგან ბოდიშის  მოხდას ითხოვენ. ამის შესახებ ერთ-ერთმა სტუდენტმა გვანცა ხონელიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა და თქვა, რომ უნივერსიტეტში საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისგან დღეს სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიციის გამო ბოდიშის მოხდას საჯაროდ ითხოვენ.

გვარამიამ სტუდენტები პოლიტიკურად მართულებად მოიხსენია, რაც სტუდენტების მხრიდან ტელევიზიის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზი გახდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნები იგივე რჩება, ისინი კვლავ ითხოვენ უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატობიდან გიორგი გაფრინდაშვილის მოხსნას, სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირებასა და საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც უნივერსიტეტში ოდეერების არსებობის ფაქტს გამოიძიებს. 

დღის ამბები