სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს არ იზიარებს და არსებულ დაპირისპირებაში პირადი ინტერესების არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს. ამის შესახებ ლადო პაპავამ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა და თქვა, რომ კანცლერის კნადიდატურობიდან გიორგი გაფრინდაშვილმა საკუთარი კანდიდატურა თუ არ მოხსნა, მის შესახებ სენატმა უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება.
„თუკი ვინმე ნერვიულობს ყველაზე მეტად მე ვნერვიულობ. ვინმეს, რომ რამე მოუვიდეს უპირველეს ყოვლისა ჩემი პასუხისმგებლობაა და ჩემი პოზიცია არის უკიდურესად ფრთხილი,“ - აცხადებს ლადო პაპავა და ამბობს, რომ მას არ სურს დაიჯეროს, რომ სტუდენტების აქცია გარე ძალებისგან მართულია.
სახელმწიფო უნივერსიტეტში ოდეერების არსებობასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის კატეგორიული უარყოფის მიუხედავად ლადო პაპავა საკუთარ პოზიციას არ ცვლის და უნივერსიტეტში ოდეერები ყოფნას კვლავ ადასტურებს.