20 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
"აქციებზე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები," - პაატა ბახტურიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ განაცხადა, რომ დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში ე.წ. ოდეერის არსებობა.

ეს განცხადება პაატა ბახტურიძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

პაატა ბახტურიძე აცხადებს, რომ სტუდენტებისგან ვერ მოისმინა დადასტურებული არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა მოხსნილიყო კანცლერობის თანამდებობიდან გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა.

„გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვლადიმერ პაპავამ მიზანმიმართულად გააკეთა ეს განცხადება, რომ ოდეერის და გიორგი გაფრინდაშვილის პერსონები ერთმანეთთან დაეკავშირებინა და ამით გამოეწვია პროტესტი,“ - განაცხადა პაატა ბახტურიძემ.

ბახტურიძის თქმით, უნივერსიტეტის რექტრომა ვლადიმერ პაპავამ, სტუდენტების პროტესტს თავის დროზე ხელი შეუწყო.

ბახტურიძე აცხადებს, რომ ეს პროცესები თავიდან ბოლომდე მართულია შიგნიდან.

„სამწუხაროდ მათ რიგებში, აქციებზე და ეხლაც ვხედავ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. მაგალითად ბურჯანაძე-დემოკრატების წარმომადგენელი იყო მათთან,“ - განაცხადა პაატა ბახტურიძემ.

პაატა ბახტურიძე, პროცესების მიმდინარეობაში, პასუხისმგებლობას ვლადიმერ პაპავას აკისრებს.

ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში არსებული ე.წ. ოდეერების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

დღის ამბები