პედაგოგთა ბოლო საგნობრივმა გამოცდამ მასწავლებელთა კომპეტენციის დაბალი დონე აჩვენა. ამის მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაცია საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი განათლების სამინისტროს მხრიდან პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და მთავარ მიზეზად პედაგოგების ტრენინგების გადამზადების გვიან გამოცხადებას ასახელებს, რის გამოც პედაგოგებმა ვერ მოახერხეს სათანადო მომზადება.
მარიამ რამინაშვილი არ გამორიცხავს, რომ პედაგოგების სერტიფიცირება თავად განათლების სამინისტროს ინტერესებშიც არ შედიოდა, რადგან ეს მათთვის ხელფასების გაზრდის აუცილებლობას გამოიწვევდა.
„რვა ათასამდე პედაგოგისთვის მომატებული ხელფასი ბიუჯეტისთვის დამატებითი თანხების მოძიებას მოითხოვს, ამიტომ არ გამოვრიცხავ ესეც იყოს მიზეზი და თავად სამინისტროს ინტერესებში არ შედიოდა პედაგოგების მაღალი შეფასება,“ - აცხადებს მარიამ რამინაშვილი.