20 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
პროკურატურაში ჟურნალისტები დაკითხეს

პროკურატურაში ჟურნალისტების დაკითხვა რამდენიმე საათი გაგრძელდა.

მაკა რაზმაძე და ნინო ჯღარკავა სამართალდამცავ უწყებაში ისინი მას შემდეგ დაიბარეს, რაც ჟურნალისტებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყალბი სახელითა და გვარით უცნობმა პირმა მათ ფეისბუკის პირად მიმოწერაში ბმული მიაწოდა, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა იყო განთავსებული.

როგორც ჟურნალისტებმა პროკურატურაში შესვლის წინ განაცხადეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეისწავლა მათი ფეისბუკგვერდები, რის შემდეგაც მოხდა მათი დაბარება.

ჯღარკავასა და რაზმაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათ არ დაუკავშირდებოდნენ პროკურატურიდან,  ისინი თავადაც გეგმავდნენ ამ თემაზე მიემართათ სამართალდამცავი უწყებისთვის.  

 

დღის ამბები