უნივერსიტეტის პირველ კურპუსში ამ წუთებში ხმაურია. გაფიცულ სტუდენტებთან სასწავლებლის რექტორი დეკანებთან ერთად მივიდა.
ერთ-ერთ დეკანს, თამარ დოლბაიას, ახალგაზრდები ხვალისთვის მათ წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრ-აქციის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. თუმცა, დოლბაია ბრალდებებს უარყოფს.
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში რამდენიმე წუთში აქცია-კონცერტი უნდა დაიწყოს.
გაფიცულები კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას, სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირებას, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასა და თსუ-დან ე.წ. ოდეერების გაძევებას ითხოვენ.