20 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სლოვაკი ვლადიმერ ვაისი უხელმძღვანელებს

რადიოსადგურ ჯაკოს ცნობით, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ახალი მწვრთნელი, სლოვაკი ვლადიმერ ვაისი ჩაუდგება სათავეში. 

ფეხბურთის ფედერაცა 51 წლის სლოვაკ მწვრთნელს ხვალ პირველ საათზე წარადგენს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომისიამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძე იანვარში გაათავისუფლა. ცხადაძის გათავისუფლებას წინ უძღოდა დაპირისპირება მასა და ლევან კობიაშვილს შორის. 

 

 

ავტორი: გიორგი გვიშიანი

დღის ამბები