20 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
მასწავლებლების უმრალესობამ ტესტირება ვერ გაიარა

მასწავლებლების უმრალესობამ, ვინც გამოცდებში მიიღო მონაწილეობა, ტესტირება ვერ გაიარა. სკოლის მასწავლებელთა დიდ ნაწილს, ვინც იანვრის გამოცდების დროს ზედა საფეხურზე ასასვლელად საკმარისი ქულა ვერ მოაგროვა, ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი არ სურს. პირად საუბრებში კი მასწავლებელთა გამოცდების შესახებ გულისტკივილს ხშირად გამოთქვამენ.

სპეციალისტების აზრით, ხშირ შემთხვევაში, დაბალი ხელფასიც არის იმის მიზეზი, რომ პედაგოგები ტესტებისთვის სათანადოდ ვერ ემზადებიან. დაბალშემოსავლიან პედაგოგთა უმეტესობას საკმარისი დრო არ რჩება იმისთვის, რომ პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს.

ცნობილია, რომ იანვრის გამოცდებზე ყველა პრაქტიკოსი პედაგოგი არ გასულა. გამოცდებზე დარეგისტრირებული 10500 მასწავლებლიდან მხოლოდ 6500 გამოცხადდა. საკმარისი ქულების ერთხელ ვერდაგროვება სამუდამო უარს არ ნიშნავს. კიდევ სამი წლის განმავლობაში ნებისმიერ პედაგოგს წელიწადში ორჯერ მიეცემა გამოცდაზე გასვლის, კარიერული წინსვლისა და უფრო ამაღალი ანაზღაურების მოპოვების შანსი. ვინც საბოლოოდ შედეგს ვერ მიაღწევს, შრომითი ხელშეკრულება სამი წლის შემდეგ შეუწყდება.

ამავადროულად არიან მასწავლებლები, რომლებსაც გამოცდები უკვე ჩაბარებული აქვთ და სკოლაში სრული განაკვეთით მუშობის დაწყებას მაინც ვერ ახერხებენ.

უკმაყოფილო პედაგოგთა არგუმენტების მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლების გამოცდების გაუქმებას ან გამარტივებას არ აპირებენ.

მასწავლებელთა შემდეგი გამოცდები ივლისში ჩატარდება.

 

 

ავტორი: ლაშა კვესელაძე

დღის ამბები