20 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ის, როგორც მაესტროს დირექტორი, არ აპირებს, ვინმეს მისცეს უფლება, ხელყოფილ იქნას ქონება - გაჩეჩილაძის ადვოკატი

ლევან გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას განმარტავს ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი. ნანუკა ჭკუასელი ტელეკომპანია რუსთავი2-თან საუბრისას ამბობს, რომ გია გაჩეჩილაძის განცხადება არის პასუხი მაესტროს უკვე ყოფილი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია კიკაბიძის, კომენტარზე, რომელმაც განაცხადა, რომ შპს ემინვსთმენთის შენობიდან, საიდანაც შპს მაესტრო მაუწყებლობს, უახლოეს მომავლში მაუწყებლობას ახალი ტელეკომპანია მაესტრო დაიწყებს.

გაჩეჩილაძის ადვოკატის განცხადებით, ეს იქნება უკანონო მოქმედება, რადგან სახეზეა მაესტროს ბრენდის მითვისება.

 „მან მიმართა სახელისუფლებო ორგანოებს, სასამართლოს, მათ შორის მიმართა პირებს, რომლებიც აკეთებენ განცხადებას, რომ შპს სტუდია მაესტროს ქონებით აპირებენ ახალი ტელეარხის ამუშავებას და მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ აქვთ არანაირი უფლება, გამოიყენონ შპს სტუდია მაესტროს აქტივები და ის, როგორც შპს სტუდია მაესტროს დირექტორი, არ აპირებს, რომ ვინმეს მისცეს უფლება, ხელყოფილ იქნას შპს მაესტროს ქონება,“ - განაცხადა ნანუკა ჭკუასელმა.  

დღის ამბები