20 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
თბილისის უნივერსიტეტში დღეს აქცია და კონტრაქცია იგეგმება

სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორი კონტრაქციაა დღეს დაგეგმილი. სტუდენტთა ნაწილი კვლავ მოითხოვს მოხსნას კანდიდატურა ადმინისტრაციის ხელძვანელის პოსტზე წარდგენილმა გიორგი გაფრინდაშვილმა და დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის სამსახურის არსებობის შესახებ.

სტუდენტთა მეორე ნაწილი კი ითხოვს, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს უმაღლესი სასწავლებელი.

აქციების პარალელურად, უნივერსიტეტში გიორგი გაფრინდშვილი აკადემიური საბჭოს შეხვდება. ამ სხდომის შემდეგ მიიღებს ის გადაწყვეტილებას, მოხსნის თუ არა საკუთარ კანდიდატურას.

გუშინ, დღის ბოლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებს შეხვდნენ, რომელზეც ახალგაზრდები იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ირაკლი ბურდულს დაუპირისპირდნენ.

სწორედ ბურდული ხელმძღვანელობს თვითმმართველობასთან ერთად, დღეისათვის დაგეგმილ კონტრაქციას. მათი ინფორმაციით, ბურდულს რექტორობა სურს და ამას უკავშირებენ მის აქტიურობას. თუმცა, ამ ბრალდებებს უარყოფს თავად ბურდული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები