20 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები

თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საქართველოს საელჩო. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

როგორც კურიერთან სატელეფონო საუბარში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა, საელჩოს თანამშრომლები მუდმივ კონტაქტზე არიან სამართალდამცველებთან და ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში იღებენ.

კურიერი ანკარაში მცხოვრებ ქართველებსაც დაუაკავშირდა. მათი თქმით, აფეთქება ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მოხდა. მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოდ არის ანკარაში მყოფი ყველა ქართველი სტუდენტი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

დღის ამბები