დღეიდან აღდგომის მარხვა დაიწყო, რომელიც ყველაზე ხანგრძლივია და შვიდ კვირას გრძელდება. დიდმარხვის დაწყების წინა დღეს ეკლესიებში შენდობის ლოცვა შესრულდა.
შენდობის ლოცვა სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ მრევლი დალოცა და ერთმანეთის შენდობისკენ მოუწოდა.
2016 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირველ მაისს აღინიშნება.