ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს დეპუტატები 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ. მათ შეკითხვებს სამსახურის უფროსი უპასუხებს.
ნაციონალური მოძრაობა სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით აპირებს ყურადღების გამახვილებას. საპარლამენტო უმცირესობას აინტერესებს, რატომ ვერ იღებს სოციალურად დაუცველი ბევრი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას.
დღეს სხდომაზე კანონმდებლები მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების 2016 წლის გეგმების შესახებ ინფორმაციასაც მოისმენენ.