20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება თსუ-ს შენობაში - სიტუაციის განმუხტვაში პოლიცია ჩაერთო

სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში. სტუდენტებმა გაარღვიეს პოლიციის კორიდორი და ორი მოპირისპირე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა მოახერხა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები შენობიდან გაიყვანა. 

შენობაში მყოფი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტში შესვლა სცადეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის, თვითმმართველობის პრეზიდენტი. 

"პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს პრემიერმინისტრს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იურიდიული ფაკულტეტის დეკან ირაკლი ბურდულს, სტუდენტუს თვითმმართველობას და პირადად გიორგი გაფრინდაშვილს", - აღნიშნულია პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს.

დღის ამბები