20 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
გაფრინდაშვილის მხარდამჭერები პაპავას გადადგომას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ დაძაბული ვითარებაა. სტუდენტების ერთი ჯგუფი  ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვს. ეს მოთხოვნა კანცლერის პოსტზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის მხარდამჭერებმა, მათ შორის, თვითმმართველობის წევრებმა დააყენეს.

კურიერის კორესპონდენტის ცნობით, თვითმმართველობის წარმომადგენლები პაპავას კაბინეტში შესვლას ცდილობენ. 

ამ დროისთვის ორივე აქცია უნივერსიტეტის ეზოში გრძელდება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

დღის ამბები