თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უნივერსიტეტის შენობაში , რექტორის კაბინეტთან ორი დაპირისპირებული ჯგუფია შეკრებილი. სტუდენტებსა თვითმმართველობის წარმომადგნელებს, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფთ.
სტუდენტები , რომლებიც საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე დღეა მართავენს , კვლავ მოითხოვენ კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას.
თვითმმართველობის წევრები კი მოუწოდებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ლადო პაპავას დატოვოს თანამდებობა. ისინი რექტორის კაბინეტში შესვლას და ლადო პაპავასთან შეხვედრას მოითხოვენ.