ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა, და ხიდზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან სრულად არის აღდგენილი. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. თბილისის მერმა დღეს შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
„ბარათაშვილის ხიდზე სამუშაოები დასრუდლა და საავტომობილო მოძრაობა სრულად არის აღდგენილი, როგორც ეს დავალებით ჰქონდა კომპანიას, მან დადგენილ ვადაში დაასრულა სამუშაოები და გახსნა მოძრაობა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.