20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
თსუ-ში სტუდენტები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში ჯერ ისევ დაძაბული ვითარებაა. რამდენიმე წუთის წინ სტუდენტებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა. თვითმმართველობის წარმომადგენლები და გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგე სტუდენტები ერთმანეთს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში დაუპირისპირდნენ. მათ შორის უნივერსიტეტის დაცვა და პოლიცია დგას. სტუდენტებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მათ ერთმანეთთან მიახლოების მცდელობა ჰქონდათ. ფიზიკური შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა, ავითარების განმუხტვას უნივერსიტეტის დაცვა და პოლიცია ცდილობს. 

ამ წუთებში ვითარება განმუხტულია, თუმცა სტუდენტების არც ერთი ჯგუფი დაშლას არ აპირებს. თვითმმართველობის წევრები უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას გადადგომას ითხოვენ. გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად დაშლას არ აპირებენ მისი მოწინააღმდეგე აქციის წევრი სტუდენტებიც. ისინი უნივერსიტეტის თვითმმართველობის რეფორმირებას ითხოვენ.

რაც შეეხება თვითმართველობის წევრი სტუდენტების მოთხოვნას, მას არ ეთანხმებიან მეორე საპროტესტო აქციის მონაწილეები. მათ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თვითმართველობის მოთხოვნას უნივერსიტეტში დესტაბილიზაციის პროცესის მოსალოდნელ დასაწყისად შეაფასეს.

დღის ამბები