20 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ძლიერი ქარი, წვიმა და შტორმი - საქართველოში ამინდი უარესდება

საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება. ინფორმაცია რუსთავი2-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიაწოდეს. 

სინოპტიკოს დოდო გვაზავას განცხადებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უხვი ნალექი არის მოსალოდნელი. მაღალ მთაში ითოვებს, ხოლო დაბლობში იწვიმებს. 

შავი ზღვის სანაპიროზე კი მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. 

დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება ქარი, რომლის სიჩქარეს 20-25 მეტრი წამში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია უფრო ძლიერი, ქარი 28 მეტრი წამში. 

ამასთან ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც და 10-15 გრადუსი იქნება. 

ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ თბილისშიც. დედაქალაქში სინოპტიკოსები ძლიერ ქარსა და წვიმას პროგნოზირებენ. 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები