20 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერ შტორმს პროგნოზირებენ

დღეს და ხვალ შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია მოსალოდნელი. რუსთავი2-თან საუბრისას სინოპტიკოსი მედეა ჭყონია აცხადებს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. 

ჭყონიას მტკიცებით გაძლიერდება ქარიც და ის 17 დან 22 მეტრი წამში გახდება. 

"ჩვენ უკვე მივაწოდეთ შესაბამისი ინფორმაცია, აჭარის მთავრობას და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ,"- აცხადებს რუსთავი2-თან საუბრის დროს სინოპტიკოსი მედეა ჭყონია. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები