თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემა ჩვენი პრობლემაცაა - ამ ლოზუნგით სტუდენტთა საპროტესტო აქცია მიმდნარეობს ამ წუთებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამი მოთხოვნა აქვთ.
- დაუყონებლივ მოხდეს უშიშროების გავლენებისგან უნივერსიტეტების გათავისუფლება;
- თვითმმართველობის პრივილეგიების აღკვეთა, თანასწორი გარემოს შექნა ყველა სტუდენტისათვის;
- მაქსიმალურად მოხდეს სტუდენტების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ფოტო: ბათუმელები.