ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება, ლევან ლორთქიფანიძემ გააკეთა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საბჭო თვითმმართველობის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს, სტუდენტები, რომელთა პროტესტიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, აკადემიურ საბჭოს უნდობლობას გამოუცხადებენ.
აკადემიურ საბჭოს სხდომაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ, თუმცა ამ წუთებში საბჭოზე შესვენებაა გამოცხადებული.