თსუ-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აკადემიური საბჭო პაპავას იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
დღეს მთელი დღის განმავლობაში უნივერსიტეტში დაძაბული ვითარება იყო. ბოლო ინციდენტი და დაპირისპირება სტუდენტებს შორის რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დღესვე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა.