ამ წუთებში თსუ-ში ვითარება ისევ დაიძაბა. სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა, სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს. ლევან ლორთქიფანიძე და მასთან ერთად მყოფი სტუდენტები 115-ე აუდიტორიასთან გაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
პარალელურ რეჟიმში იმართება აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელზეც სავარაუდოდ რექტორის, ლადო პაპავას იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.