20 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
მამუკა ღლონტი "მაესტროს" უბრუნდება

მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე მამუკა ღლონტი ტელეინდუსტრიას დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოშორდა, თუმცა ახლა ახალი ტელევიზიის ახალმა მენეჯმენტმა მას კონსულტანტის თანამდებობა შესთავაზა. მამუკა ღლონტი ამბობს, რომ ლევან გაჩეჩილაძის ასპარეზზე გამოჩენამ სარედაქციო პოლიტიკაში და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ეჭვები გააჩინა.

შეხვედრები ღლონტმა ტელევიზიაში დღესვე გამართა. დღესვე შ.პ.ს. სტუდია მაესტროს გენერალური დირექტრის ლევან გაჩეჩილაძის სახელზე განცხადებები დაწერა რამდენიმე დეპარტამენტმა. მათ შორის გაჩეჩილაძის შ.პ.ს. დატოვა მთელმა ფინანსურმა და იურიდიულმა განყოფილებებმა. საკუთარი გადაწყვეტილება დღეს უკვე ოფიციალურად დაადასტურა ბიზნეს გადაცემების ხელმძღვანელმაც.

თანამშრომელთა ნაწილი ლევან გაჩეჩილაძესთან გადასვლას აპირებს, ისინი ბაია გადაბაძეს შეურაცხყოფის მიყენებაშიც ადანაშაულებენ.

ავტორი: ეკა გაგუა.

დღის ამბები