20 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
დაპირპსირება ორ სტუდენტურ ჯგუფს შორის-უნივერსიტეტში ვნებათაღელვა არ ცხრება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვნებათაღელვა არ ცხრება. ერთმანეთს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები და სტუდენტების ის ჯგუფი უპირისპირდება, რომელიც სასწავლებელში ე.წ. ოდეერის არსებობას და კანცლერის თანადებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის ყოფნას აპროტესტებდა. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები  და მათი მხარდამჭერები კი რექტორის გადადგომას მოითხოვენ.

გიორგი გაფრინდაშვილმა, რომელიც ვნებათაღელვის მთავარი მიზეზი იყო, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, თუმცა სასწავლებელში ამ ფაქტმა ვითარება ვერ განმუხტა. ამჯერად მოთხოვნა ოდეერების საქმის გამოძიება და სტუდენტური თვითმმართველობის რეორგანიზაციაა. უნივერსიტეტში ვითარება დღეს რამდენმეჯრმე დაიძაბა. ორი სტუდენტური ჯგუფის წევრებს შორის შეტაკების თავიდან აცილებას უნივერსიტეტის დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები თითქმის მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ.

დასპირისპირებული მხარეები ამ წუთებშიც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში არიან გამაგრებული.

ავტორი:ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები