20 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
დაძაბულობა თსუ-ში- შენობაში სტუდენტების მხარდამჭერებს არ უშვებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და უნივერსიტეტის დაცვას შორის მცირე ინციდენტი მოხდა. ხმაური და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილე სტუდენტებთან სხვა სასწავლებლების სტუდენტები მხარდასაჭერად მივიდნენ. ისინი დაცვამ და პოლიციამ შენობაში არ შეუშვა.

საპროტესტო ფრთის წევრი სტუდენტები პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვასგან მათ მხარდასაჭერად მისული სტუდენტების შენობაში შეშვებას ითხოვენ.

აღნიშნულ საკითხზე შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიცია ვითარებას აკონტროლებს და შენობაში პროტესტის მონაწილე ჯგუფების შესვლაზე შეზღუდვაა დაწესებული.

დღის ამბები