20 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის ბაზარში-ერთმანეთს ყოფილი და ახალი მენეჯმენტი დაუპირისპირდნენ

დაახლოებით ერთი საათია ზუგდიდის ბაზრის ტერიტორიაზე ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ბაზრის ყოფილი და ახალი მენეჯმენტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

საქმე ეხება რკინის კონსტრუქციას, რომელიც ძველმა ხელმძღვანელობამ ბაზრის შესასვლელში დაამონტაჟა და მათი თქმით კონსტრუქცია 92 ათასი ლარი დაჯდა. ისინი განმარტავენ, რომ ეს მერიასთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. ახალი მენეჯმენტი კი კონსტრუქციის აღებას ითხოვს, თუმცა ადგილზე მისული სამართალდამცველები მოვაჭრეებმა ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

დღის ამბები