თსუ-ს თვითმმართველობის წევრები რამდენიმე ახალგაზრდას უნივერსიტეტის შენობის პირველი სართულის ფანჯრიდან შესვლაში დაეხმარნენ. ახალგაზრდების ნაწილი სახეს მალავს და ვინაობას არ ამხელს.
თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს პირები უნივერსოტეტის სტუდენტები არიან.
აუდიტორია #115-ის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში ნიღბიანი ადამიანების მობილიზაცია ხდება.
"ხალხო, მოდით მალე!! მობილიზაცია ხდება ისევ იმ ნიღბიანი ადამიანების, რომლებიც გუშინ ჩვენზე ძალადობდნენ!! თსუ-ის დაცვა უპრობლემოდ უშვებს! როგორც არასდროს, გვჭირდება თქვენი სოლიდარობა! პოლიცია არის უმოქმედო!", - ამბობენ სტუდენტები.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრები უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ.
ისინი მობილიზებული არიან რექტორის კაბინეტთან და აცხადებენ, რომ არ აპირებენ დაშლას, სანამ ვლადიმერ პაპავა გადადგომის გადაწყვეტიელბას არ მიიღებს.