20 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
„ასეთი რამ არც ერთი მთავრობის დროს არ მომხდარა," - ბაჩო კიკაბიძე "მაესტროს" ლოგოს ვეღარ გამოიყენებს

ბაჩო კიკაბიძე მაესტროს ლოგოს ვეღარ გამოიყენებს. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

„ასეთი რამე არც ერთი მთავრობის დროს არ მომხდარა, შევარდნაძის მთავრობის დროსაც კი არ მომხდარა. ჩვეულებრივად საკუთრებაზე შემიზღუდეს უფლება. გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ამ მოსამართლეზე, ამ საქმეზე ძალიან მაგარი ზეწოლა. არავითარი პრობლემა არ არის რა მერქმევა, მაესტროს ვერ გააჩერებენ,“ - აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.

პარალელურად, დღევანდელ კრედიტორთა საბჭოზე უნდა გაირკვეს დაკმაყოფილდება თუ არა ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა ”შპს მაესტროს” გაკოტრების საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მაესტროს გენერალური დირექტორის ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ მაკა ასათიანის ვალის - 54 მილიონის დაფარვის შესაძლებლობა მათ აქვთ - რასაც, თავის მხრივ, ეჭვის თვალით უყურებს გიორგი გვენეტაძე.

დღის ამბები