20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
თვითმმართველობის წარმომადგენლები ლადო პაპავას კაბინეტში შეცვივდნენ

თსუ-ს თვითმმართველობის წევრთა მხარდამჭერები უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შეცვივდნენ. მათ კიდევ რამდენიმე აუდიტორია დაიკავეს. 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, რექტორმა გასცა ბრძანება, რომ უნივერსიტეტში დამატებითი ძალები შემოვიდნენ და დაძაბული სიტუაცია განმუხტონ. 

მიუხედავად იმისა, რომ უკანა კართან პოლიცია იდგა, ასევე იქ იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის სამსახური, თუმცა ახალგაზრდების შეჩერება მათ ვერ შეძლეს.

ამ დროისთვის თვითმმართველობის  სტუდენტები რჩებიან ლადო პაპავას კაბინეტში. ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ სამუშაო ოთახის დატოვებას, სანამ პაპავასგან არ მიიღებენ მის გადადგომასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას. შეჭრის მომენტში, რექტორი კაბინეტში არ იმყოფებოდა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იქიდან  გამომდინარე პოლიციამ ვერ შეაკავა სტუდენტების ნაკადი, ითხოვენ დამატებით ძალების შსს-დან და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ეს შესაძლოა იყოს სპეცრაზმიც. 

თვითმმართველობის წევრთა მხარდამჭერები ლადო პაპავას გადადგომას გუშინ 14 მარტიდან ითხოვდენ. თუმცა დღეს უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

თვითმმართველობის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის შენობაში მისი მხარდამჭერები უკანა კარიდან დღეს დილიდან შეყავდათ. ბოლო ნაკადი მათ რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ უკანა კართან პოლიცია იდგა, ახალგაზრდების შეჩერება მათ ვერ შეძლეს. 

დღის ამბები