თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. მისი თქმით, ის თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს, რადგან ამ შემთხვევაში ისედაც დაძაბული სიტუაცია გახდება უკონტროლო.
პაპავას თქმით, თვითმმართველობის წევრთა გამოყვანას მისი კაბინეტიდან ძალით არავინ გეგმავს. ის მოუწოდებს ახალგაზრდებს კაბინეტი საკუთარი ნებით დატოვონ.
„მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი პრობლემა - გარდა ერთისა, რომელიც ეხება გადადგომას. იმიტომ რომ ეს არის უნივერისტეტსი ჩიხში შეყვანა, უნივერისტეტის დაღუპვა. მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უნივერისტეტი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს. წესრიგის აღდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ მათ მიერ ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც შემოვლენ ჩემთან კომუნიკაციაში. აშკარად უნივერსიტეტსი შენობაში გამოჩნდნენ არა მარტო ჩვენი სტუდენტები, არამედ უცხო პირებიც, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სტუდენტობასთან,“ - განაცხადა ლადო პაპავამ.
ამ წუთებში პოლიცია უნივერსიტეტის შენობაში კორიდორს აკეთებს, რათა ლადო პაპავამ საკუთარ კაბინეტთან მისვლა შეძლოს.