დაახლოებით ერთი საათია თვითმმართველობის სტუდენტებს დაკავებული აქვთ ვლადიმერ პაპავას კაბინეტი. ისინი კაბინეტში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის და დაცვის თანამშრომლებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.
თვითმმართველობის სტუდენტები ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვენ და სანამ ეს მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ისინი კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ.