20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის საპარლამენტო მდივანს შეხვდნენ

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან და შანტაჟთან დაკავშირებით კამპანია ”ეს შენ გეხება”-ს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები კანცელარიაში მთავრობის საპარლამენტო მდივანს შეხვდნენ.

”მთავარი კითხვა, რაც დღეს საზოგადოებას და ჩვენ გვაწუხებს, არის ის, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. რა გააკეთა ხელისუფლება იმისთვის, რომ თავიდან არიდებულიყო ამ ტიპის დანაშაულის განმეორება. ვინაიდან, ეს იყო სისტემური დანაშაული წლების განმავლობაში და ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ფუნდამეტური ნაბიჯების გადადგმა მოხდებოდა, რომ მსგავსი მძიმე დანაშაულები აღარ განმეორებულიყო“, - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა სოფო ვერძეულმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება სწორი მიმართულებით, ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.

“გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არც ჩვენ და არც საზოგადოებას არ აქვს არანაირი ინფორმაცია, ჯერჯერობით, ამიტომ, გამიჭირდება თქმა იმისა, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება სწორი მიმართულებით და რამდენად ადეკვატური ნაბიჯებია გადადგმული. სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს კითხვები გამოძიებასთან წმინდა სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში. ამიტომ კამპანია „ეს შენ გეხებამ“ მოითხოვა სამართალდამცავი უწყებების პირველ პირებთან შეხვედრა და გვაქვს იმედი, რომ ეს შეხვედრა შედგება“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძს თქმით, ის პრემიერს გააცნობს არასამთავრობოების მოსაზრებებს და შემდეგ გააკეთებ განცხადებას.  

“პრემიერის დავალებით შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ კონკრეტული პოზიციები და კითხვები. მოვისმინე მათი პოზიციები. აღნიშნულს გადავცემ პრემიერმინისტრს და დამატებით შევატყობინებ საზოგადოებას პრემიერის გადაწყვეტილებას შეხვედრასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თადუმაძემ.

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

დღის ამბები