20 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
აუდიტორია 115-ის წარმომადგენლების თქმით, უნივერსიტეტში პროცესების პროვოცირება ხდება

მას შემდეგ, რაც სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა დაიკავეს ვლადიმერ პაპავას კაბინეტი, იმ დროისთვის რექტორი იმყოფებოდა შეხვედრაზე მეორე სტუდენტურ ჯგუფთან, რომლებიც არ იზიარებენ თვითმმართველობის მოწოდებას, რექტორის გადაყენებასთან დაკავშირებით და მხარს უჭერენ ვლადიმერ პაპავას.

ისინი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში პროცესების პროვოცირება ხდება და ასევე სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

„150-მდე კაცმა, უპრობლემოდ მოახერხა შესულიყო უნივერსიტეტში, შეჭრილიყო რექტორის კაბინეტში. მოვუწოდებთ, შინაგან საქმეთა მინისტრს, განათლების მინისტრის, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მოვუწოდებთ პრემიერ გიორგი კვირკაშვილს, მოვიდეს უნივერსიტეტში და გაეცნოს აღნიშნულ სიტუაციას,“ - აღნიშნა ერთერთმა სტუდენტმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები