გადაცემა პოსტსკრიპტუმმა 2013 წლის თებერვალში სიუჟეტი მოამზადა ახალგაზრდა ჰაკერ ვასილ ჯამალაშვილზე, რომელიც მაშინ მთავარმა პროკურატურამ უკანონო მოსმენებში დაადანაშაულა. გამოძების მტკიცებით, ახალგაზრდამ დაამუშავა პროგრამა, რისი საშუალებითაც მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენელთა სატელეფონო ჩანაწერები მომზადდა.
დღეს ვასილ ჯამალაშვილის მამა ზურაბ ჯამალაშვილი დააკავეს. მას და ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს ბრალი 157-ე მუხლით წაუყენეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს გამხელას გულისხმობს. პროკურატურამ უარყო, რომ საქმე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვას ეხება.