20 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა გაკოტრების საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით

რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა გაკოტრების საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. დღეს დილით კი საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. ბაჩო კიკაბიძე მაესტროს ლოგოს ვეღარ გამოიყენებს.

"ვიბრძვი იმისთვის, რომ დარჩეს შ.პ.ს სტუდია მაესტრო, როგორც ეს ისტორიულად 25 წელზე მეტია მოდიოდა, დარჩეს ძალიან მდგრად ფინანსურადაც, ჟურნალისტურ მდგრადობასაც ვგულისხმობ და კანონიერ ტელევიზიად. სანამ იქნება ასეთი მდგომარეობა, რომ  გენერალურ დირექტორს ნებაყოფლობით არ მიშვებენ იმ პროდუქტთან, რომ მან შეისწავლოს რა დროში და როგორ მოხდეს კრედიტორების  გადახდა, მე ამ დოკუმენტს ვერ დავდებ და წინასწარ დავდებ მაგრამ დრო მჭირდება. მე ამ დოკუმენტს დავდებ სწორედ იმიტომაც, მოვითხოვე შეწყვეტა გაკოტრების საქმის“, -  განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, ის არ ელოდება სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

“ისე განვითარდა ბოლო რამდენიმე საათში მოვლენები მაესტროს ირგვლივ, რომ რაიმის პროგნოზირება მიჭირს, პოზიტიურის მითუმეტეს. არ ველოდები პოზიტიურ სამართლიან და გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.      

დღის ამბები