რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება უნივერსიტეტის გარეთაც, სადაც სტუდენტთა მეორე ჯგუფი და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. შენობაში შესვლის პრობლემა შეექმნათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. ისინი ადგილზე სიტუაციის შესასწავლად მივიდნენ.
სტუდენტები, რომლებიც მხარს უჭერენ 115-ე აუდიტორიაში შეკრებილებს, აცხადებენ, რომ მათ უნივერსიტეტის შენობაში შესვლა და დიალოგის რეჟიმში მოლაპარაკებების გაგრძელება სურთ. მათი მთავარი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის ე.წ. ოდეერებისგან გათავისუფლება და თვითმმართველობის რეფორმირება. მათ მოთხოვნებს დაემატა აკადემიური საბჭოს დაშლაც.
როგორც სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს აქვთ კითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ისინი პირდაპირ შს მინისტრს მიმართავენ გაეცეს პასუხი კითხვას, თუ რატომ მოახერხეს უნივერსიტეტის შენობაში შესვლა გაურკვეველმა ნიღბიანმა პირებმა და ამის საშუალება სამოქალაქო სექტორს არ ეძლევა.
„ყველა იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს შიგნით, პასუხისმგებლობა დაეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს. სრულიად მიუღებელია ის ინფორმაცია, რომ დაუდგენელი წარმომავლობის პირებს, ჰქოდნეთ იმის საშუალება, რომ დაარბიონ სტუდენტები და თუმდაც შევარდნენ რექტორის კაბინეტში,“ - განაცხადა იურისტმა, კავშირ საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.
უახლოეს პერიოდში მომხდართან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები განცხადების გაკეთებას აპირებენ.