20 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო გზის საყრდენი კედელი ჩაინგრა

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო გზის საყრდენი კედელი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ამ წუთებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც ესტაკადის მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილზე მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, ნგრევის მიზეზი გზის სიძველე და სუსტი საფარველი იყო.

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები კი მომხდარს მძიემ ტექნიკას უკავშირებენ.

დღის ამბები