20 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
აუდიტორია 115-ის მომხრე სტუდენტების მოთხოვნებს აკადემიური საბჭოს დაშლა დაემატა

115-ე აუდიტორიის წევრების მომხრე სტუდენტებმა, რომელთა ნაწილი თსუ-ს შენობის გარეთ საპროტესტო აქციას მართავენ, მოთხოვნები გაზარდეს.

ისინი აცხადებენ, რომ რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნა არ არის ადეკვატური და აუცილებელია სისტემური რეფორმის განხორციელება და პირველ რიგში, აკადემიური საბჭოს დაშლა და ასევე რექტორის არჩევის წესის შეცვლა.

მათი თქმით, ამ პროცესში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართული.

ამავე თემაზე
დღის ამბები