ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში პოლიციის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს.
ნაცვლიშვილი დღეს უნივერსიტეტში იმყოფებოდა და რექტორის კაბინეტში შეჭრილ თვითმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ კი, საიას თავმჯდომარემ პოლიციას მეტი აქტიურობა მოსთხოვა.
„საჭიროა, უფრო ეფექტურად იქნეს გაკონტროლებული, როგორ შემოდიან ადამიანები თსუ-ს შენობაში და უფრო დაცული იყოს თანაბრობის პრინციპი. ეს არის ცალსახად პოლიციის ვალდებულება. ასევე პოლიციის ვალდებულებაა, რომ უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული და არ მოხდეს ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ან კაბინეტის დაკავება, თუ რაიმე ექცესები უნივერსიტეტის შენობაში,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.