20 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
სტუდენტთა მეორე ჯგუფი აკადემიური საბჭოს დაშლას ითხოვს

ახალი მოთხოვნები აქვს სტუდენტთა მეორე ჯგუფს. ისინი აკადემიური საბჭოს დაშლას ითხოვენ. მათი განცხადებით, თუ საუბარია სისტემურ ცვლილებებზე, ჯერ უნდა მოხდეს აკადემიური საბჭოს დაშლა და შემდეგ რექტორის გადაყენება.

“თუკი მოხდა მხოლოდ და მხოლოდ რექტორის ცვლილება, ეს ნიშნავს იმას, რომ აკადემიური საბჭოდან გავა ისევ რომელიმე კადრი, რომელიც, მაგალითად, თვითმართველობას უნდა ამ შემთხვევაში. თუკი ჩვენ ფუნდამენტურ ცვლილებას ვითხოვთ უნივერსიტეტში, აქ მთავარია უმაღლესი ორგანოს არჩევის სისტემის შეცვლა, რომ უფრო მეტი წარმომადგენლობით ირჩევდნენ ამ აკადემიურ საბჭოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში, რადგანაც თვითმართველობა აღარ ჩერდება რექტორის გადაყენების საკითხში ანუ ულტიმატუმს აცხადებს, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჯერ უნდა მოხდეს აკადემიური საბჭოს დაშლა და შემდეგ რექტორი, თუკი ჩვენ გვინდა სისტემური ცვლილებები უნივერსიტეტში,“ - განაცხადა სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელის წევრმა, თორნიკე ჩივაძემ.

     

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი 

დღის ამბები