რექტორის გადადგომას პროფესორების ნაწილი ეწინააღმდეგება. მათ დღეს ლადო პაპავას მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყეს.
როგორც კურიერთან მოშიმშილე პროფესორ-მასწავლებლები ამბობენ, ისინი მიმდინარე პროცესებში გარე ძალების ჩართულობას ხედავენ და მიაჩნიათ, რომ რექტორი ლადო პაპავა არ უნდა გადადგეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებმაც მათთან არსებულ სისტემურ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს და თქვეს, რომ აქციებისთვის ისინიც ემზადებიან.
“ჩვენთან არჩევნები ჩატარდა რექტორის აკადემიური საბჭოსი და კანცლერის, მესამე ვადით აირჩიეს რექტორი, აკადემიური საბჭო და კანცლერი, რაც კანონით დაუშვებელია. მაგრამ ესენი კანონზე მაღლა აყენებენ თავის თავს,“ – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ზაალ მიქაძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უცვლელია. თვითმართველობის წარმომადგენლები რექტორის კაბინეტში რჩებიან და მის დათმობას არ აპირებენ.