ამ წუთებში ტელეკომპანია მაესტროში მიმდინარეობს შეხვედრა არხის ყოფილი დირექტორ ბაი გადაბაძესა და არასამთვარობოებს შორის. ბაია გადაბაძე აცნობს იმ ინფორმაციას, რომელიც არის შექმნილი ტელეკომპანია მაესტროში ბოლო პერიოდის განმავლობაში.
არასამთავრობოების განცხადებით, პროცესები გაცილებით უფრო გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.
“ეჭვებს ბადებს, პირველ რიგში, ფორსირებული ტემპი, განსაკუთრებით საარჩევნო წელს იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ხშირად ითხოვს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ინფორმაციას, რაში ხარჯავენ საჯარო მოხელეები საბიუჯეტო თანხებს და მაქსიმუმ 13 თვე გვჭირდება, რომ გავიგოთ და გადავწყვიტოთ ასეთი საკითები. როდესაც მედიაკომპანიის საკითხი წყდება ერთ და ორ კვირაში, ეს ბადებს სერიოზულ ეჭვებს,“ – განაცახდა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორის თქმით, მათ აინტერესებთ მხარეების პოზიციები.
“ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მხარეების პოზიციები, თუ რა არგუმენტები აქვთ მათ და გვაინტერესებს, საერთოდ რა იგეგმება მაესტროსთან დაკავშირებით. შესაბამისად, ალბათ, შეხვედრის შემდგომ ბევრი რამ იქნება ჩვენთვის ნათელი,“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.
ავტორი: ეკა გაგუა