ეკა მიშველაძე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, - ეს არის მონიტორინგის საბჭოს დასკვნა, რომლითაც ჟურნალისტი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.
ჯერჯერობით უცნობია სამაუწყებლო კომპანიის პოზიცია დოკუმენტთან დაკავშირებით. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ პირველი არხის ადმინისტრაციას და არც გენერალური დირექტორის მრჩეველს, რომელლიც უშუალოდ არის ნახსენები დოკუმენტში, კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მონიტორინგი საბჭოს წევრის პოზოიციას არ იზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეo საბჭოს თავმჯდომარე. გიგი გოგელია აცხადებს, რომ მიშველაძის თოქ-შოუს დახურვაში პოლიტიკურ ნიშნებს ვერ ხედავს.
უცნობია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის პოზიცია. ბასა ჯანიკაშვილი ამ თემაზე კომენტრს არ აკეთებს. კურიერის სატელეფონო ზარებს დღეს არც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა უპასუხა.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი