20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
პუშკინის ქუჩა ამ დრომდე პარალიზებულია

პუშკინის ქუჩა ამ დრომდე პარალიზებულია. ესტაკადის სამშენებლო სამუშაოებისას კედელი დაზიანდა, რამაც ნგრევა გამოიწვია, რაც მერიის წარმომდგენლების მხრიდან 4 წლის წინ განხორციელებული პროექტის ავტორების მისამართით ბრალდებების მიზეზი გახდა. თუმცა, მერიის არგუნებტები მიუღებელია, როგორც საკრებულოს ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორისსთის.

არასამთავრობოების განცხადებით, ისტორიული გალავანი ნაჩქარევად დაგეგმილი მაშტაბური სამუშაოების გამო დაზიანდა.

მერიაში მომხდარის მიზეზად მხოლოდ ისტორიული გალავნის მოპირკეთების პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობენ.

ჩანგრეული კედლის აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მერია პუშკინის ქუჩაზე ცალმხრივად მოძრაობის განახლებასა ხვალისთვის ვარაუდობს.

 

 

ავტორი: ანი წერეთელი 

დღის ამბები