ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში სხვა სასწავლებლების სტუდენტებიც მონაწილეობენ. მათ შორის ერთ-ერთი აქტივისტი, თორნიკე თუთაშვილი, რომელიც დღეს რექტორის კაბინეტის შტურმით აღებას ცდილობდა, როგორც გაირკვა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და პარალელურად თანამშრომელია.
გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე თუთაშვილი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთასაც წარმოადგენს. პარტიაში კურიერს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თავიდან დაჰპირდნენ, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს.
ავტორი: მარიკა გოცირიძე