სტუდენტური პროცესის მონაწილეები განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს უნივერსიტეტში ელოდებიან. აუდიტორია #115 ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც განათლების მინისტრთან მისვლაზე უარს ამბობს.
„აუდიტორია #115 უარს ამბობს განათლების მინისტრთან შეხვედრაზე, შემოთავაზებული ფორმატით.
პირველ რიგში მიეცეს საშუალება უნივერსიტეტში შემოვიდეს ის ადამიანები, რომლებიც ორი დღეა გარეთ დგანან და მხარს უჭერენ დამოუკიდებელ სტუდენტებს.
პოლიციის და დაცვის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შემოუშვეს კონტრ-აქციის 50 მონაწილე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია მინისტრთან ამ პირობებში შეხვედრა. მას შევხვდებით მხოლოდ აუდიტორია #115-ში აქციის ყველა მონაწილესთან ერთად“ - წერია განცხადებაში.
ამ წუთებში რექტორი ლადო პაპავა, აკადემიური საბჭოს წევრები და თვითმართველობის წარმომადგენლები განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს ხვდებიან.